- პროექტის სახელწოდება: ღვთაებრივი პროპორცია.
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) : პროპორციული ნაწილების /ოქროს კვეთის/ კავშირი ხელოვნებასთან, არქიტექტურასთან, ბიოლოგიასთან, ფიზიკასა და ლიტერატურასთან.
- პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ ინფორმაციის მოძიების, პრეზენტაციის და ურთიერთთანამშრომლობის უნარი. სინთეზური და ანალიზური აზროვნება.
- პროექტის მიზნები: პროპორციულობის დადგენა ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგებში.
- მონაწილეთა ასაკი: 11–16 წელი.
- ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა.
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გავიგებთ მათემატიკურ კანონზომიერებათა კავშირს მეცნიერების სხვადასხვა დარგებთან, რაც გამოიწვევს დაინტერესებას და ცოდნის გაღრმავებას.ინტერესის გაღვიძება მათემატიკისადმი და მათემატიკის ინტეგრაცია ხელოვნებასა და კულტურაში და მეცნიერების სხვადასხვა დარგებში.
- პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, ინტერნეტი. კომპიუტერი.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პროექტში მონაწილე მოსწავლეებს ჩავუტარე მინი ლექცია პროპორციასა და პროპორციულობის შესახებ. ოქროს კვეთა არის მონაკვეთის ორ ნაწილად გაყოფა ისე, რომ მონაკვეთის დიდი ნაწილი იყოს მცირე ნაწილისა და მთელი მონაკვეთის საშუალო გეომეტრიული. ოქროს კვეთა გვხვდება მიმდევრობებშიც. მაგ; ფიბონაჩის მიმდევრობა. ოქროს კვეთას იყენებდნენ ძველ საბერძნეთში ტაძრების მშენებლობისას, ფერწერული ტილოების შექმნისას, მაგ: ლეონარდო და ვინჩის ,,ჯოკონდას" სურათი. ოქროს კვეთა გვხვდება ლიტერატურაშიც. კერძოდ ვეფხისტყაოსნის სტროფების უმეტეს ნაწილში მარცვლების რაოდენობათა თანაფარდობა გვაძლევს ოქროს კვეთას.მოსწავლეები დავყავი ხუთ ჯგუფად და გავუნაწილე დავალებები:
I ჯგუფი: ისტორიული ცნობების მოპოვება ოქროს კვეთის წარმოშობასთან დაკავშირებით.
II ჯგუფი:ოქროს კვეთის მაგალითები მათემატიკიდან.
III ჯგუფი: ოქროს კვეთის მაგალითები ლიტერატურულ ნაწარმოებებიდან.
IV ჯგუფი: ოქროს კვეთის მაგალითები ხელოვნებასა და არქიტექტურაში.
V ჯგუფი: ოქროს კვეთის მაგალითები ბიოლოგიასა და ფიზიკაში.
სამუშაოს დამთავრების შემდეგ ჩავატარე შემაჯამებელი შეხვედრა. თითოეული ჯგუფის პრეზენტატორებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები ჩანაწერებისა და სურათების სახით.თემის სრულად გაცნიბას თან მოჰყვა კედლის გაზეთის გამოშვება.
10. მონაწილეები სხვა სკოლიდან: არა.
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა, ფიზიკა , ბიოლოგია, ლიტერატურა, ხელოვნება.
12. პროექტის ხელმძღვანელი: მაია ვაშალომიძე.
13. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: maiavashalomidze@gmail.com